
საქართველოს
კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის პორტალი
Georgian Cultural & Natural Heritage Platform
ხედვა & მისია
საქართველოს მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ ბუნების ან წარსულის ძეგლები, არამედ ჩვენი საერთო იდენტობის ქვაკუთხედი და მომავლის მდგრადი განვითარების ცოცხალი ნაწილი.
ჩვენი მიზანია თანამშრომლობითი გარემოს ფორმირება, სადაც სახელმწიფო და საზოგადოება, აკადემიური და ბიზნესს სექტორები მოქმედებენ ერთიანი, გააზრებული სტრატეგიით; თანამედროვე ტექნოლოგიების, ისტორიული და ეკოლოგიური ღირებულებებზე დაყრდნობით უზურნველყოფილია ნაციონალური მემკვიდრეობის დოკუმენტირება, დაცვა და პოპულარიზაცია, სადაც წარსული არ იყინება მუზეუმებში, არამედ ქმნის საფუძველს ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, უწყვეტობას მომავალი თაობებისთვის.

საქარველო UNESCO-ს
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში

მცხეთის ისტორიული ძეგლები
(1994)
.jpg)
გელათის მონასტერი
(1994, საზღვრების მოდიფიკაცია 2017)

ზემო
სვანეთი
(1996)

კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები
(2021)

საქართველოს მემკვიდრეობის საზოგადოება
საქართველოს მემკვიდრეობის საზოგადოება არის მოხალისეთა გაერთაინება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის მდიდარი ბუნებისა და კულტურის მემკვიდრეობის მონიტორნიგს, დაცვასა და პოპურალიზაციას
სამიზნე აუდიტორია
01. საზოგადოება
-
მოხალისეები
-
მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები
-
ადგილობრივი თემი
-
სამოქალაქო სექტორი
-
მედია
02. დარგის სპეციალისტები
-
მკვლევარები (ეკოლოგები, ხელოვნების ისტორიკოსები, არქეოლლოგიები...)
-
დოქტორანტები
-
რესტავრატო-კონსერვატორები
-
ურბანისტები და არქიტექტორები
03. რეგულატორები
-
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები
-
ადგილობრივი თვითმართველობა
-
პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული დაინტერესებული მხარეები
04. ტურისტები & ბიზნესი
-
ტურისტები
-
ტურისტული ოპერატორები
-
ადგილობრივი ბიზნესები (ხელსაქმე, საოჯახო სასტუმროები, მცირე ეკომეწარმეები)

პროექტები

მოხალისეთა პროგრამა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოხალისეთა კლუბების ქსელის მიზანია საზოგადოების ტრანსფორმაციას პასიური დამკვირვებლიდან მემკვიდრეობის აქტიურ დამცველად. ქსელ ის მიზანია დეცენტრალიზებული მონიტორინგის სისტემის ფორმირება, „სამოქალაქო მეცნიერების“ (Citizen Science) მეთოდებით მონაცემთა შეგროვებასა და პრევენციულ კონსერვაციაში პროფესიული ინსტიტუციების მხარდაჭერას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების გათვითცნობიერებას, გარემოს მდგრადობასა და ადგილობრივი იდენტობის განმტკიცებას.
ციფრული ჰუმანიტარია
პროგრამა წარმოადგენს ინტერდისციპლინურ მიმართულებას, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებით უზრუნველყოფს საქართველლოს მემკვიდრეობის ნიმუშების კვლევას, დოკუმენტირებასა (Digitization) და ვიზუალიზაციას. მისი მთავარი მიზანია ღია მონაცემთა ბაზების, გეოსაინფორმაციო სისტემებისა (GIS) და ვირტუალური საგანმანათლებლო რესურსების შექმნა, რაც ხელს უწყობს მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გლობალურ ხელმისაწვდომობას, საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების „ვირტუალურ კონსერვაციას“ და ახალი თაობისთვის ინტერაქტიული საკომუნიკაციო სივრცის ჩამოყალიბებას.
განათლება
საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს მემკვიდრეობის სფეროში ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები და ადგილობრივი თემები პროცესების აქტიური მონაწილეები ხდებიან. მიმართულება ფოკუსირებულია ფართო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და ინტერესის გაღვივებაზე, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი რესურსების ეფექტიან მობილიზაციას მემკვიდრეობის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულარიზაციისთვის, აქცევს რა თითოეულ დაინტერესებულ პირს მემკვიდრეობის ქომაგად.
